საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ ქამერონს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დევიდ ქამერონმა თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და ქართველ ხალხს სამძიმარი და თანადგომა გამოუცხადა.
შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტმა დევიდ ქამერონს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზგასმით აღინიშნა დიდი ბრიტანეთის მკაფიო განცხადებები და პოზიცია, რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ "ხელშეკრულებების" დაუშვებლობის შესახებ.
თავის მხრივ, დევიდ ქამერონმა ქართულ მხარეს ევროინტეგრაციისა და უელსის ნატო-ს სამიტის არსებითი პაკეტის ელემენტების იმპლემენტაციის პროცესში დახმარება აღუთქვა. მხარეებმა რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს. აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ნატო-სა და ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში, რაც ხელს უწყობს ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.