საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგე გეგეშიძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას იმ ფოტოზე გააკეთა კომენტარი, რომელზეც ქართველ მოჭიდავეებს რუსეთის დროშის ფერებში გადაწყვეტილი მაისურები აცვიათ და რომელზეც ოკოპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დეპუტატი და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ძამბოლატ თედეევია გამოსახული. გეგეშიძემ აღნიშნა, რომ მოჭიდავეებს ეს მაისურები იმ მეგობრის მხარდასაჭერად ეცვათ, რომელიც ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაში დაეხმარა ქართველებს და ამ ფოტოს არავითარი კავშირი აქვს პოლიტიკასთან.
„მთელ მსოფლიოს აცვია გენო პეტრიაშვილის, იაკობაშვილის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გამოსახულებიანი მაისურები. რატომ არ იძახით, რატომ გაცვიათ ბიჭებო?! მთელი მსოფლიო რომ ჩვენს დროშას აქვეყნებს და მთელი ევროპის კონტინენტი რომ ჩვენს ჰიმნს იზეპირებს, ჩვენი ფედერაცია რომ წარმატებულია და ამდენი მედალი მოვიპოვეთ, ვინმეს უკითხავს? მოვიდნენ და ნახონ რა პირობებში ვვარჯიშობთ და რა შედეგები გვაქვს. ჩვენი ბიჭები მაიკებს ჩაიცვამენ თუ არა, ეს არავის საქმეა! ერთ რამეს გეტყვით, საცოდავი ბიჭი, ტატუნაშვილი რომ გადმოასვენეს, ზუსტად ეგ კაცი ჩაერია, მოსკოვიდან ჩამოვიდა და მაგან გადაწყვიტა ტატუნაშვილი ოჯახში რომაა დასაფლავებული, ამ კაცის ბრალია. ეს ვინმემ იცით?! მტერი გახდა თურმე და ჩვენი მეგობარი რომ არის და დაგვეხმარა, გაიგეთ ვინმემ?! თუ უნდა ვიყვიროთ, რომ მოჭიდავეებმა გავაკეთეთ ეს ყველაფერი?! მოჭიდავეებმა და თედეევმა გააკეთეს ზუსტად და ამას არავინ იძახის. მარტო მაიკაზე არის რუსეთის დროშა“, განაცხადა გეგეშიძემ.

ფოტოს გავრცელების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ ფოტოს გადაღება თავად თედეევმა სთხოვა და დათანხმდნენ, რადგან ის მათი დიდი გულშემატკივარია, ხოლო მაისურის ფერისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
„ფოტო გადაღებულია 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაღესტანში, სადაც ჯაბო თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიან მაისურით და ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით, რადგან ჩვენი დიდი გულშემატკივარია და ვმეგობრობთ. მსგავსი მაისურები სუვენირების სახით არის ყველა ჩემპიონატზე. ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო, ეს იყო მხოლოდ მეგობრული ჟესტი. მერწმუნეთ არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის..
მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე როგორც ყველა ქართველს!“, წერს გენო პეტრიაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.