კარს მომდგარ არჩევნებზე მილიარდერი ხელისუფლებისთვის უარის სათქმელად საკმარისია მხოლოდ უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარებები - ნიკა მელიამ სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი ოჯახი მოინახულა
17-08-2018, 13:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში სოციალური დახმარების  გარეშე დარჩენილი ოჯახი მოინახულა.

 

 

მელიას თქმით, უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარება უმრავ ოჯახს აქვს, ამიტომ ეს არის მხოლოდ საკმარისი იმისთვის, რომ არჩევნებზე უარი ვუთხრათ მილიარდელ ხელისუფლებას.

 

 

„სამწუხაროდ, დღე არ გავა, არ გავიცნო ოჯახი, რომელსაც უსამართლოდ მოუხსნეს სოციალური დახმარება. როდესაც ვამბობთ, რომ სოციალური დახმარება მოუხსნეს, ვგულისხმობთ, რომ რეალურად დატოვეს ბედის ანაბარად ოჯახები. შემწეობა მილიარდელი ხელისუფლების პირობებში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოუხსნა ათასობით ოჯახს, არა მხოლოდ წილკანში, იგივე ვითარება არის წეროვანში, მისაქციელში, ძალისში, ძეგვში, ყველა ფეხის ნაბიჯზე. მხოლოდ და მხოლოდ, ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ კარს მომდგარ არჩევნებზე უარი ვუთხრათ მილიარდერ ხელისუფლებას“, განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი