აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სასტუმრო „ველმონდის“, ყოფილი „ლეოგრანდის“ დროებით დახურვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ. მათთვის „უსაფრთხოების ნორმები უმთავრესია“.
„უსაფრთხოების ნორმები უმთავრესია. შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, შესაბამის უწყებებთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ჩართული იყო ამ პროცესში. მიღწეულ იქნა კონკრეტული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც დასაქმებული პირები შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს და ასევე ხელფასს. რაც შეეხება იმ ხარვეზებს და ნაკლოვანებებს, რომელიც უსაფრთხოების კუთხით ჰქონდა კომპანიას, უახლოეს მომავალში გამოასწორებს, რის შემდეგაც ჩვენ დავსხდებით და დავილაპარაკებთ, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნული ბიზნეს ოპერატორის საქმიანობა“, განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მისივე თქმით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით ძალიან ეფექტურად, მოკლე ვადებში მოხდა ვიზიტორების გადაყვანა სხვადასხვა სასტუმროში.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის მოთხოვნისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სასტუმრო „ველმონდი"(ყოფილი „ლეოგრანდი“) დღეს, 17 აგვისტოს, 18:00 საათზე დაიხურება. როგორც აჭარის მთავრობასა და საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცხადებენ, სასტუმრო ფუნქციონირებას სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაკმაყოფილებისთანავე დაიწყებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.