თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროს არჩილ ქოჩიაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ქალაქ თერჯოლაში რობაქიძის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშოები დაათვალიერეს, მიმდინარე პროცესებს გაეცნენ და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ. რობაქიძის გზის ასფალტითა და ბეტონით მოწყობის სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბორანი“ აწარმოებს, სრული დატვირთვით მიმდინარეობს. პროექტი მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.
მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ხელმძღვანელ პირებთან ერთად ასევე სხვა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. აქტიურ ფაზაში შევიდა ჩხარი-ძევრის დამაკავშირებელი და სოფელ ჭოგნარი-ოდილაურის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია. ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები შპს „საპოვნელა“ და შპს „მიმდემი“ შეასრულებს.

ასევე რეგიონული განვითარების ფონდიდან უახლოეს მომავალში დაიწყება თერჯოლა-ახალთერჯოლა-ჩხარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და სოფელ რუფოთში, ჭანკვეტაძეების უბანში მდებარე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროს არჩილ ქოჩიაშვილთან ერთად ქალაქ თერჯოლაში მიმდინარე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი მოინახულა. ჯაბიძის ქუჩაზე სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა, რომელსაც წლების მანძილზე ითხოვდა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქუჩის მოსახლეობა, სრული დატვირთვით მიმდინარეობს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს „ჯორჯიან პლასტიკის“ მიერ.
„აღნიშნული პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ხორციელდება და წყალს მიიღებს 156 ოჯახი. სასმელი წყლის პრობლემა აქტუალურია მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით და აქტიურად ვმუშაობთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. უახლოეს მომავალში წყლის მაგისტრალის მოსაწყობად სამუშაოები დაიწყება სოფელ ბარდუბანში, ზედა სიმონეთსა და სიქთარვაში“, აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.