ირმა ნადირაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ვერ უნდა შეძლოს ამ არჩევნებში გამარჯვება
17-08-2018, 15:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ხალხის პრობლემები და ქვეყანაში არსებული ღრმა კრიზისი არ აინტერსებს და აქედან გამომდინარე, მოქალაქეებმა არა სალომე ზურაბიშვილი, არამედ ისეთი კანდიდატი უნდა აირჩიოს პრეზიდენტად, რომელიც პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული და არა „იმის შერჩევაში, რომელ სასახლეში და კაბინეტში დაიჭიროს ადგილი“.

 

 

„ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რამდენად არ აინტერესებეს „ოცნებას“ ხალხის პრობლემები, რამდენად არ აინტერესებს ღრმა კრიზისი ეკონომიკური, რომელშიც ქვეყანაა შესული, რა ვითარებაც გვაქვს ლარის კურსთან დაკავშირებით. აქ, მთავარი არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ვერ უნდა შეძლოს ამ არჩევნებში გამარჯვება და ხალხმა უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, რომელიც ამ პრობლემებზე იქნება ორიენტირებული და არა იმის შერჩევაში, რომელ სასახლეში და კაბინეტში დაიჭიროს ადგილი“, განაცხადა ირმა ნადირაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

 


თუკი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გაიმარჯვებს, მას პრეზიდენტის ავლაბრის სასახლესა და ათონელის ქუჩაზე არსებულ რეზიდენციას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს. ზურაბიშვილმა ამასთან დაკავშირებით უკვე გამოხატა თავისი პოზიცია და თქვა, რომ მისთვის უფრო კომფორტული და მისაღები ათონელის რეზიდენცია იქნება.

 


აღნიშნულ თემაზე კომენტარი დღევანდელ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ გააკეთა და თქვა, რომ არჩევანის გაკეთებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ის, თუ რომელი რეზიდენცია იქნება ნაკლებად ხარჯიანი.

 

კომენტარები: 1
#1   დიანა
      
კოტიტ,შენ და შენს მანიაკ გნაცხროვას რომ ''გაინტერესებდათ'' ამიტომაც ძარცვეთ,ხოცეთ,ყიდეთ და ანადგურეთ საქართველო არა,შე ჯოჯოხეთის მაშხალავ?!
ქალს მაინც გავდე შე მათხოვარო!
ან ამდენი მახინჯი და ტვინდაბეტონებული სად შეგაქუჩათ იმ არსახსენებელმა მაოხრებელმა გზირმა!
ფუი!შენი დამბადებელგამომქაჩველისაც რა ვთქვა!
10 სექტემბერი 2018 09:23
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი