ქართველი სამხედროები „Invictus Games“​​-ის მხარდამჭერ კამპანიას შეუერთდნენ
17-08-2018, 16:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეზოში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა „Invictus Games“​-ის ოფიციალური დროშა აღმართეს. „ძლიერთა თამაშების“ მხარდამჭერი კამპანია ოფიციალურად დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო.

 

 

2018 წელს საქართველოს სახელს საერთაშორისო არენაზე 15 ქართველი სამხედრო მოსამსახურე წარადგენს. ქართული გუნდი მონაწილეობას სპორტის შვიდ სახეობაში: მშვილდოსნობა, იაგუარის რალი, ცურვა, ძალოსნობა (შტანგა), მძლეოსნობა (სირბილი), მჯდომარე ფრენბურთი და ნიჩბოსნობა ტრენაჟორზე მიიღებს. წელს „ძლიერთა თამაშები“ ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში ოფიციალურად 20 ოქტომბერს გაიხსნება და 27 ოქტომბერს დასრულდება.

 

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეზოში დროშის აღმართვის ცერემონიალს შეიარაღებული ძალების სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად სამხედრო მოსამსახურეებიც ესწრებოდნენ. დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა, მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია და სპორტულ აქტივობებში ჩართულობა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

 

 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა თუ საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები წელს „ძლიერთა თამაშებში“ უკვე მეოთხედ ტარდება.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი