ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მასთან ყველაზე ახლოს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა დგას, მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ არსებობს სხვა მოსაზრებებიც
17-08-2018, 16:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სადღეისოდ წარმოდგენილ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ყველაზე ახლოს დგას სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ეკა ბესელიამ „TV პირველის“ ეთერში.

 


მისი თქმით, გუნდში არის ასევე მოსაზრებები, რომ პარტიას თავისი კანდიდატურა უნდა ჰყავდეს და გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ საბოლოო თანხმობა ამ საკითხზე არ არსებობს, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების მიღებაც, რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, ჭიანურდება.

 


„ყველა დასახელებულ კანდიდატთაგან, ვინც ჩანს დღეს საარჩევნო მარათონის პროცესში, ყველაზე ახლოს, მე ვიტყოდი, ეს ჩემი პირადი შეხედულებაა და არ მინდა, რომ ყველას სახელით ვისაუბრო, ყველაზე ახლოს დგას ნამდვილად ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ, ამით არაფერი ფუჭდება და ჩვენც მეტი დრო გვაქვს პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევისთვის, არ არის დასამალი და ესეც ჩანს ცალკეულ კომენტარებში, რომ არის განსხვავებული მოსაზრებაც და არიან ჩვენი კოლეგებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უნდა ჰყავდეს გუნდს თავისი კანდიდატი. ამიტომ, რადგან ეს განსხავავებული მოსაზრებები გაჩნდა, ამის გათვალისწინებით, დრო უფრო მეტად ამას სჭირდება, რომ კონსენსუსი იყოს ამ საკითხზე მიღწეული და დავარწმუნოთ ერთმანეთი, ვისაც განსხვავებულად მიაჩნია, ან ვინც პირიქით, მხარს უჭერს ან არ უჭერს. ეს არის სულ“, აღნიშნა ბესელიამ.

 

კომენტარები: 1
#1   თინა
      
ღარიბაშვილი
გახარია
ძაან ძნელია?
შეიტანეთ სიაში და ნახავთ
17 აგვისტო 2018 11:23
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი