ეკა ბესელია: ავადსახსენებელი მიხეილ სააკაშვილი ყველაზე სასტიკი პრეზიდენტი იყო
17-08-2018, 17:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ავადსახსენებელი და მე ვიტყოდი ყველაზე სასტიკი პრეზიდენტი“ - ასე მოიხსენია საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“  დეპუტატმა ეკა ბესელიამ  „TV პირველის“ გადაცემაში „დღის ამბები დიანა ტრაპაიძესთან ერთად“.

 

 

ბესელია აცხადებს, რომ ავლაბრის სასახლე ქვეყანას ძვირი უჯდება და საქართველოს მსგავს პატარა სახელმწიფოს ორბელიანების სასახლე უფრო შეეფერება. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ავლაბრის სასახლეში პირველი ყველაზე სასტიკი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შევიდა და ასეთი პრეზიდენტის გემოვნებით აშენებული შენობა ქვეყნას არ სჭირდება.

 

 

„ეს სასახლე რომელსაც არ აქვს მთლიანად კარგი ისტორია. მისი აშენებაც ბევრ საეჭვო გარემოებას უკავშირდება. ქვეყანაში სადაც მართლა ძალიან ბევრი პრობლემაა და იმ სასახლეში პირველი შევიდა ბოლო, უახლესი ისტორიაში ყველაზე ავადსახსენებელი და მე ვიტყოდი ყველაზე სასტიკი პრეზიდენტი და პირველი პირი ვინც კი ჰყოლია ქვეყანას. ამ ქვეყანას, ამ სასახლის მატარებელი, ამდაგვარი პრეზიდენტის, ესე ვთქვათ გემოვნებით აშენებული შენობა არ სჭირდება. კიდევ ვამბობ, საეჭვო გარემოება ახლდა მის აშენებას ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე. 

 

 

იმ სასახლეს აქვს კიდევ ერთი პრობლემა, რომ იმდენად მართლაც დიდი ხარჯი ახლავს ამ შენობის შენახვას, რომ არ არის გამართლებული, არ არის რაციონალური, როდესაც გაქვს სპეციალურად პრეზიდენტისთვის აშენებული და ამისთვის გაღებულია ძალიან ბევრი ხარჯი და ჩვენი ტიპის ქვეყანას მოუხდება ათონელის სასახლე პრეზიდენტისთვის“, განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ასევე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით დისკუსია უნდა დასრულდეს, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში აღნიშნულ საკითხზე დებატების წარმართვა მომგებიანი არ არის.

 

 

თემები დაილია და სხვა თემები არ არის? ამ თემაზე „ქართულმა ოცნებამ“ დებატები დიდი ხნის წინ დაასრულა. ვინც საპრეზიდენტო კამპანიის წარმართვას ამ თემით ცდილობს, მისთვის მთლად მომგებიანი არ უნდა იყოს. ეს პოლემიკა უნდა დასრულდეს, რადგან ქვეყანაში ბევრი სხვა პრობლემა და გამოწვევა არსებობს, ამაზე საუბარი კი ცოტა უხერხულია. არ მგონია რომ საარჩევნო კამპანიის დროს შენობებზე ამდენი დებატი უნდა იმართებოდეს. კარგი იქნება დავამთავროთ ეს დისკუსია, ნუღარ გავზომავთ ამ ფართობებს, რადგან ამ გაზომვაში მე მგონია რომ ზარალდებიან თავად კანდიდატები“, განაცხადა ბესელიამ.

 

 

კომენტარები: 1
#1   დავით გაბროშვილი
      
აბა რა... მეტად დიდია საქართველოს პრეზიდენტის სასახლე შუშის სასახლესთან შედარებით...
18 აგვისტო 2018 07:16
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი