ხომალდი „პანტელენა“, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, ოთხი დღეა, რადარებიდან გაქრა. პანამის დროშის ქვეშ მცურავი ბერძნული კომპანიის კუთვნილ ტანკერთან ბოლო კავშირი 14 აგვისტოს შედგა, მას შემდეგ გემისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ არაფერია ცნობილი.
„კურიერის“ ინფორმაციით, ხომალდ „პანტელენას“ განაში ორ პორტს შორის შიდა რეისი უნდა შეესრულებინა.
ხომალდის რადარებიდან გაქრობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება და ადასტურებს, რომ გემზე კომუნიკაცია გაწყდა.
„პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე Pantelena IMO 9321469, რომელიც ახდენდა ნავთობის ტრანსპორტირებას და მის ბორტზე 17 ქართველი მეზღვაურია, 14 აგვისტოს გაწყდა კავშირი. ბოლო კონტაქტი დაფიქსირდა აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში. გემთმფლობელი ბერძნული კომპანია Lotus Shipping აწარმოებს მოძიების სამუშაოებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობს გემთმფლობელ კომპანიასთან ვითარების გარკვევის მიზნით. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ პანამის დროშის ორგანიზაციასთან. საქმეში ჩართულია როგორც რეგიონის საზღვაო სამხედრო ძალები, ასევე გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ცენტრი UKMTO“, აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.