ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ში შემავალი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური ოფისი გამთენიისას გატეხეს. ოფისიდან წაღებულია ტექნიკა.
პარტიის თავმჯდომარის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, ამ კომპიუტერებში ინახებოდა საარჩევნო მასალები. ქარდავას თქმით, ეს არ არის ქურდობა, ეს არის პოლიტიკური აქცია.
„წაღებულია ჯამში 5 კომპიუტერი, თუმცა ოფისში არის ბევრად ძვირადღირებული 12 კომპიუტერი დატოვებული. ერთ-ერთში ინახებოდა მთლიანი მედია მონიტორინგი და ანალიტიკა, ხოლო იმ 2 კომპიუტერში მთელი საარჩევნო ბაზა, მთელი საქართველოს მასშტაბით. შესული ვართ საარჩევნო რეჟიმში, ეს ერთი და მეორე სწორედ ამ ოფისში მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა ახალი ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშიას“ ჩამოყალიბების პროცესი. სუსი ნამდვილად შეძლებს, თუ მას სურს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ აქციაზე, რომელიც განხორციელდა ეროვნულ-დემოკრატიული ცენტრალური პარტიის ოფისის წინააღმდეგ არ უნდა აიღოს თავი თავზე, მაშინ ნაპოვნი უნდა იყვნენ ქურდები, თუმცა მე მაინც არ მჯერა, რომ ეს იყო ქურდობაა, ეს იყო პოლიტიკური აქცია და ამ აქციას გარკვეული მიზეზები ჰქონდა“, განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.