ლევან იზორია: გერმანიასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კარგი დინამიკა გვაქვს
18-08-2018, 14:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ გერმანია არის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ნდობის ფონდში და მათთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კარგი დინამიკა გვაქვს.

 

 

„გერმანიასთან გვაქვს კარგი დინამიკა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის. გერმანული სარდლობის ქვეშ ერთგულად ვახორციელებთ საერთაშორისო მისიას ავღანეთში. ჩვენ წელს ვიღებთ დახმარებას კონტრმობილურობის გაძლიერების კუთხით და აქ სწორედ გერმანია იქნება ლიდერი ქვეყანა, რაც გულისხმობს დიდ ფინანსურ დახმარებასაც და პირველ დახმარებას სწორედ წელს მივიღებთ.

 

 

გერმანია არის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ნდობის ფონდში, რომელიც შექმნილია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მიზნით. ჩვენ გვაქვს ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვანი პროგრესი როგორც ნატო-ს ფორმატში, ასევე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა მრავალმხრივ სწავლებებში გერმანული კონტინგენტის თანამონაწილეობის თვალსაზრისით. მე რამდენიმე ვიზიტი მაქვს დაგეგმილი გერმანიაში, ასე რომ სტრატეგიულ დონეზე თანამშრომლობის დინამიკა არის ინტენსიური“, განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოში 23-24 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვევა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი