შალვა ნათელაშვილი: კალაძე-ივანიშვილის მაფიამ ფერისცვალება გაზის ტარიფის გაძვირებით მოგვილოცა
18-08-2018, 15:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, გაზზე ტარიფის მატება სხვა პროდუქტების ფასზეც აისახება. ნათელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მისი სარჩელის განხილვისკენ მოუწოდა.

 

 

„ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა გადაცდა ყოველგვარ ნორმებს. კალაძე-ივანიშვილის მაფიამ ფერისცვალება მოგვილოცა გაზის ტარიფის გაძვირებით, ის უკვე 80,5 თეთრია. ავტომატურად გაძვირდება პური, პროდუქტი, ტრანსპორტი.

 


ამ დროს, რამდენიმე წელია, უსაქმურ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი გვაქვს სარჩელი გაზის უკანონო გაძვირებაზე და არ ეღირსა განხილვა, მაშინ, როცა ამ სასამართლომ რამდენიმე თვეში დააკანონა ნარკოტიკების მოხმარება და საფრთხე შეუქმნა ჩვენს ახალგაზრდობას.

 


მოვითხოვთ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაუყონებლივ დაიწყოს ჩვენი სარჩელის განხილვა და საკითხის გადაწყვეტა, სანამ მართლა არ გაგვიუქმებია ეს სასამართლო და მოსამართლეები არ დაგვიტოვებია უმუშევრები.

 


მაფიას რამდენიმე თვე დარჩა დაუსჯელად ბოგინის. ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, დამთავრდება ენერგომატარებლებზე ტარიფების ზრდა, ხოლო ყაჩაღური ფასები დაეშვება დაბლა და დაუახლოვდება სამართლიან, ადამიანურ ნორმებს“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

„ყაზ-ტრანს-გაზ თბილისის“ გადაწყვეტილებით, ცვლილება კომერციულ საწარმოებს შეეხებათ. 1 კუბური მეტრი გაზისთვის საწარმოებს თბილისში 75-ის ნაცვლად, 80 თეთრის გადახდა მოუწევთ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი