მტაცებელი ცხოველის რაოდენობის რეგულირებასთან დაკავშირებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს დელეგირებული უფლებამოსილება გადაეცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.
ხელშეკრულების შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 10 მგლის ამოღების უფლება მიენიჭა.
მერის პირველი მოადგილის, არჩილ მაღრაძის ინფორმაციით, მონადირეთა ჯგუფის დაკომპლექტება უკვე დაიწყო, რომელსაც დაბაში მერის წარმომადგენელი, ბაქარ ბარბაქაძე, უხელმძღვანელებს.
არჩილ მაღრაძის განცხადებით, მგლების გარემოდან ამოღების გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტმა მას შემდეგ მიიღო, რაც მტაცებელმა სოფლებში შინაური ცხოველების განადგურება რეგულარულად დაიწყო.
მერიაში შექმნილი მონადირეთა სპეციალური ჯგუფი მგლებზე სანადიროდ 21 აგვისტოდან გავა.
ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.