ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მდებარე ღვინიანის ეკლესიის კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
18-08-2018, 17:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მდებარე განვითარებული შუა საუკუნეების ღვინიანის ეკლესიის კომპლექსს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

 

ეკლესია დარბაზულია (5.9×4.25 მ). ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი და ქვიშაქვით დუღაბზე. გარედან და შიგნიდან შელესილი იყო. აქვს აზიდული პროპორციები.

 

 

აღმოსავლეთის მხრიდან შემჯდარია მიწაში, რის გამოც აღმოსავლეთის სარკმელი თითქმის მიწის დონეზეა. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. სამხრეთის კარი თაღოვანია, ტიმპანით დასრულებული. ჩრდილოეთის კარი სწორკუთხა იყო. აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის კედლებში თითო მაღალი და თაღოვანი სარკმელია. დასავლეთის სარკმლის თავი ფრონტონშია გაკეთებული. სარკმლები შიგნიდან გარეთკენ შევიწროვებულია. კედლები დასრულებული ყოფილა ქვის ორსაფეხურიანი ლავგარდნით (შემორჩენილია ჩრდ-დას. კუთხეში). აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომელიც დარბაზისგან ორსაფეხურიანი მხრებითაა გამოყოფილი. აბსიდის კედლებში ორი სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველი დარბაზისგან გვიანდელი კანკელითაა გამოყოფილი. კანკელი შუაში აღსავლის კარითაა გახსნილი, გვერდებზე კი თითო თაღია გადასული. თაღების საბჯენები ნახევარწრიული პილასტრებია. კანკელი შელესილია. ეკლესია დასრულებული იყო ცილინდრული კამარით.

 


ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით 20 მეტრში მდებარეობს სწორკუთხა ნაგებობის ნაშთი (8.7×8.7 მ), რომელიც ნატეხი ქვითაა ნაგები დუღაბზე. კედლები 1.5 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი ფრაგმენტულად. ეკლესიას აქვს ძეგლისთვის მახასიათებელი შემდეგი ნიშნები: არქიტექტურული ფორმა, სარკმელთა და კართა მოყვანილობა, კანკელი.

 

 

ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი