განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ჯერ ჩამოყალიბებული არ არის დაუჭერს თუ არა მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს.
„ცალსახა პოზიცია დავუჭერთ თუ არა დამოუკიდებელ კანდიდატს მხარს, ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. ვფიქრობ ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება, როდესაც გუნდი მოისმენს მის ხედვებს, მიზნებს, გეგმებს გავიცნობთ, უკვე ჩამოყალიბებული იქნება პოზიცია და გახდება ცნობილი დავუჭერთ თუ არა მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს“, განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.