ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ პოსტებიდან გადააყენა მთავრობის მეთაური და მინისტრები
18-08-2018, 18:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობის ხელმძღვანელი ანდრეი კობლიაკოვი და რამდენიმე მინისტრი შეცვალა. ქვეყნის ახალი პრემიერ მინისტრი „განვითარების ბანკის“ ყოფილი დირექტორი სერგეი რუმასი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მეთაურის ვებგვერდზეა განთავსებული.

 


უკვე ყოფილი პრემიერი, კობლიაკოვი მთავრობის მეთაურის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა.

 


ლუკაშენკომ მთავრობაში სხვა საკადრო ცვლილებებიც განახორციელა. პრემიერის პირველ მოადგილედ მან ალექსანდრე ტურჩინი დანიშნა, რომელიც ამ დრომდე მინისტრთა საბჭოს აპარატს ხელმძღვანელობდა. პრემიერ მინისტრის ერთ-ერთ მოადგილედ კონცერნ „Белнефтехим“-ის დირექტორი იგორ ლიაშენკო დაინიშნა. პრემიერის კიდევ ერთი მოადგილე კი ვლადიმერ კუხარევი იქნება.

 


პრემიერ მინისტრის მეოთხე მოადგილე იქნება იგორ პეტრიშენკო, რომელიც ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო რუსეთში.

 


პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ასევე რამდენიმე ახალი მინისტრი დანიშნა. დიმიტრი მიკულენოკი არქიტექტურისა და მშენებლობის მინისტრი გახდა; პაველ უტიუპინი - მრეწველობის მინისტრი; კონსტანტინ შულგანი - კომუნიკაციებისა და ინფორმაციის მინისტრი; დიმიტრი კრუტოი -ეკონომიკის მინისტრი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი