ვლადიმერ პუტინი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქორწილს დაესწრო
18-08-2018, 20:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარინ კნაისლის ქორწილს დაესწრო. სამხრეთ ავსტრიის პროვინცია სტირიაში გამართულ საქორწინო ცერემონიაზე პუტინმა პატარძალს ყვავილები მიართვა და მასთან ერთად იცეკვა.

 


კნაისლმა, პუტინის ქორწილში დაპატიჟების გამო, კრიტიკა დაიმსახურა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ამგვარი ნაბიჯის გადადგმის გამო, ევროკავშირის საგარეო პოტიკისთვის ძირის გამოთხრაში დასდეს ბრალი.

 


გერმანიაში ანგელა მერკელთან მოლაპარაკებების გასამართად მიმავალი პუტინი ავსტრიაში ქორწილზე დასასწრებად გაჩერდა.

 


53 წლის კნაისლი მეწარმე ვოლფგანგ მეილინგერზე გათხოვდა და მათი საქორწილო ცერემონია სლოვენიის საზღვართან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ გამლიტზში გაიმართა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი