18 აგვისტოს დღის 17:00 საათიდან კახეთის რეგიონში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან შემოვიდა, უპრეცედენტოდ დიდი, 7000 კვ.კმ-მდე მასშტაბის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში პროცესი, რომელმაც შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული 40-60 მმ დიამეტრის მქონე სეტყვის მარცვლები. “ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის” დაცვის არეალში პროცესის შემოსვლისთანავე მოხდენილ იქნა სეტყვის ღრუბელზე ზემოქმედება და შეზღუდულ იქნა უკვე არსებული 40-60 მმ ზომის მარცვლების შემდგომი ზრდა.
როგორც GUARDIAN.GE-ის “ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრიდან” აცნობეს, ცენტრმა მიმდინარე უპრეცედენტოდ მასშტაბური ატმოსფერული პროცესების შესამსუბუქებლად 200 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა და სისტემის საშუალებით ღრუბლის მასები მნიშვნელოვანწილად შეამცირა, მუშაობა ამ ეტაპზეც გარკვეული შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობს.
"კერძოდ, ახმეტისა და თელავის რაიონებში სარაკეტო დამუშავება სროლისათვის აკრძალული ზონების არსებობის გამო დასახლებული პუნქტების გარეთ განხორციელდა.

(თელავში არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა)
საგარეჯოს რაიონში აკრძალულ ზონებს დაემატა ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო არსებული შეზღუდვებიც, რის გამოც საერთო ჯამში მნიშვნელოვანი შეზღუდვებით გასროლილ იქნა ორას ერთეულამდე რაკეტა. 20:00 საათის მდგომარეობით ნალექის მასები სეტყვის სახით სამივე რაიონში უმეტესად დასახლებული პუნქტების თავზე, სროლისთვის აკრძალულ ზონებში ჩამოიცალა.

აღსანიშნავია, რომ ასეთი დიდი მასშტაბის და მსგავსი ზომის სეტყვის მარცვლების შემცველი ფრონტალური ღრუბლის მასების შემოსვლა კახეთის რეგიონში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის არსებობის პირობებში პირველად დაფიქსირდა", აცხადებენ “ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრში”.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.