საინიციატივო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი; გიორგი წერეთელი, მხატვარი, პროფესორი; გიორგი ანჩაბაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გელა ფარჩუკიძე, მუსიკოსი; ინეზა იამანიძე, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი - ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატად თეიმურაზ (თემურ) შაშიაშვილი წარადგინა.
„ჩვენ დღემდე იობის სიმშვიდით ვადევნებდით თვალ-ყურს და ვფიქრობდით, რომ შეიძლებოდა გამოჩენილიყო დასახელებული კანდიდატების საპირწონე კანდიდატურა. ვუშვებდით იმ ვერსიასაც, რომ შესაძლოა „ქართულ ოცნებას“ ასეთი ინერტულობა საზოგადოების განწყობის შესასწავლად და სიტუაციის დასაზვერად სჭირდებოდა და საკუთარ კანდიდატურას დაასახელებდა, მაგრამ, ეს ასე არ მოხდა. აქედან გამომდინარე... ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ პრეზიდენტის სავარძელი დესტრუქციული ძალების ხელში აღმოჩნდეს.!!!
ძნელია ამის თქმა, მაგრამ, ფაქტია - პრეზიდენტის სავარძლის „ნაცმოძრაობისთვის“ დათმობით დაიწყება ხელისუფლების ხელახლა გადაბარების პროცესი, რომელიც საბოლოო განაჩენი იქნება საქართველოსთვის...
სწორედ ამან გადაგვაწყვეტინა პრეზიდენტობის კანდიდატად წარგვედგინა ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილის კანდიდატურა, რომელმაც მიუხედავად შევარდნაძის კორუფციული სახელისუფლებო რეჟიმის პირობებში ქუთაისის და იმერეთის რეგიონის ხელძღვანელად მუშაობისა, თავისი ცხოვრების წესით მოახერხა შეენარჩუნებინა უმწიკვლო ჩინოვნიკის რეპუტაცია. მეტიც, იგი მუდამ გამოირჩეოდა ნოვატორული იდეებით და ყველგან და ყოველთვის საკუთარ ხელწერას ტოვებდა“, წერს პუბლიცისტი ზაურ ნაჭყებია სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
ნაჭყებიას თქმით, სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებისგან განსხვავებით, შაშიაშვილს შემუშავებული აქვს სახელმწიფოს განვითარების ორიგინალური პროგრამა. მისი წინასაარჩევნო სლოგანია: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!“
„საინიციატივო ჯგუფის მიერ უახლოეს დღეებში მოხდება მისი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის ოფიციალური წარდგინება“, აცხადებს ზაურ ნაჭყებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.