სტავროპოლში, „თბილისი-კრასნოდარის“ სამგზავრო ავტობუსისა და „კამაზის“ ტიპის ავტომანქანის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულია ორი ადამიანი. მედიკოსებმა 17 დაშავებულის, მათ შორის 5 ბავშვის ჰოსპიტალიზაცია მოახდინეს, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
„ნევინომისკას საავადმყოფოში 9 ადამიანი იმყოფება, მათგან ორი ბავშვია, ხოლო პიატიგორსკის საავადმყოფოში 8 ადამიანი, მათგან სამი ბავშვი“, განაცხადეს რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა.
„თბილისი-კრასნოდარის“ სამგზავრო ავტობუსი კრასნოდარის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა სტავროპოლის ანდროპოვის რაიონში, ავტომაგისტრალ „Кавказ“-ზე მოხდა.
ავტობუსის დანარჩენი მგზავრები დროებით სოფელ კურშავას კულტურის სახლში გადაიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.