გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგებს გაეცნო. მინისტრმა, რთველის საკოორდინაციო შტაბში, რეგიონის გუბერნატორისა და ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების მერებისგან სტიიქის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
როგორც დავითაშვილმა განაცხადა, პირებს, რომლებსაც სტიქიის შედეგად ყურძნის მოსავალი დაუზიანდათ, ფულადი კომპენსაციით ვერ დაეხმარებინ, თუმცა, როგორც მინისტრი ამბობს, დაზიანებული მოსავლის ჩასაბარებლად, ქარხნებთან მოლაპარაკება უკვე შედგა.
„ჩვენ დავსახეთ სამოქმედო გეგმა. შტაბს აქვს მუდმივი კონტაქტი იმ კომპანიებთნ, რომლებიც დაზიანებული ყურძნისგან სპირტის დამზადებას შეძლებენ. ამ მხრივ მოსახლეობას პრობლემა არ ექნება. ფერმერები ხვალ დილიდან უკვე დაიწყებენ გადარჩენილი ყურძნის დაკრეფას. კარგი იქნება თუ აგროდაზვევით ისარგებლებენ ფერმერები და რაც უფრო მასშტაბური იქნება ეს, მით უფრო ხელმისაწვდომი ტარიფები იმოქმედებს. ჩვენ ყველა ფერმერს მოვუწოდებთ ნებისმიერ კულტურაში და განსაკუთრებით მევენახეებს, რომ აგროდაზღვევის ინსტრუმენტი ბოლომდე გამოიყენონ. ჩვენის მხრივ მუდმივად ვიქნებით კონტაქტზე, თუმცა ზარალის ფულადი კომპენსაციით ანაზღაურება ამ შემთხვევაში არ მოხდება", განაცხადა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტები მნიშვნელოვნად დააზარალა. ახმეტის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში სეტყვამ ვენახები, ხეხილის ბაღები და ნათესები გაანადგურა.
რაც შეეხება თელავის მუნიციპალიტეტს, ქალაქ თელავში უხვი ნალექის შედეგად საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა, ცენტრალურ ქუჩებზე კი, ასფალტის საფარი დაზიანდა.
სტიქიამ თელავის მიმდებარე სოფლები შალაური, კისისხევი და ნასამხრალიც დააზარალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.