ჩვენი მთავარი მიზანია, ბახმარო გახდეს საერთაშორისო დონის კურორტი და იყოს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, საქართველოს სიამაყე და ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბახმაროში, ფერისცვალებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურმა ყველას მიულოცა ფერისცვალების დღესასწაული და აღნიშნა, რომ ბახმაროში არსებული ორი ძირითადი პრობლემა - ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგება უმოკლეს ვადაში გადაიჭრება.
„ამასთან ერთად, ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა გაითვალისწინებს იმას, რომ ბახმაროში ჩვენ გვქონდეს ფაქტობრივად ოთხსეზონიანი კურორტი, განაშენიანება იყოს ტიპური და არა ქაოსური, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს რამდენიმე კურორტზე მოხდა. ამასთან ერთად, ავიყვანთ ავსტრიელ ექსპერტებს, რომ მოხდეს განვითარების გეგმის ექსპერტიზა, რათა საუკეთესო ევროპული გამოცდილების მიხედვით დავაპროექტოთ ეს კურორტი და ვაქციოთ საქართველოს ერთ-ერთ მარგალიტად", აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.
მამუკა ბახტაძემ წარმატებები უსურვა მოჯირითეებს, რომელთა ტრადიციული შეჯიბრი ამ დღეს იმართება.
„საამაყოა დღეს თქვენთან ერთად ყოფნა ამ უნიკალურ ბუნებაში. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში, გურულებმა თავისი ჯირითით ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცვიფრეს ხალხი და ძალიან საამაყოა, რომ დღეს ეს კულტურა და ტრადიცია ასეთ დონეზეა შემორჩენილი. ამ ყველაფერს კიდევ უფრო გაღრმავება სჭირდება. ჩემი აზრით, გურულ ხასიათთან ყველაზე ახლოს სწორედ ცხენოსნობაა. აქ ჩანს ის ენერგია და სიცოცხლისადმი სიყვარული, რომელიც ამ ლამაზ კუთხეს ახასიათებს", აღნიშნა მთავრობის მეთაურმა, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.