სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ 2017 წელს თანამდებობრივი სარგოს სახით, 175-ჯერ ორმაგი და მეტი ოდენობის დანამატი გასცა - სახელმწიფო აუდიტის სამსახური
20-08-2018, 11:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აპარატის მიერ 2017 წელს თანამდებობრივი სარგოს სახით, 175-ჯერ ორმაგი და მეტი ოდენობის დანამატი გაიცა, რამაც ჯამში 6 109 030 ლარია. ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.

 

 

ანგარიშში წერია: „სამინისტროს კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში ფინანსური აქტივების ანგარიშზე (აქციები და კაპიტალი, N1330), 2017 წლის ბოლოს ირიცხება 825.0 ათასი ლარი, რაც წარმოადგენს შპს „პერსპექტივი-სათვის“ კაპიტალის სახით შეტანილ თანხას. შპს „პერსპექტივა“ წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 2011 წლის 29 დეკემბერს რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომლის 100%-იან წილს ფლობს პრობაციის ეროვნული სააგენტო. მისი საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს პატიმრობის კოდექსით43 გათვალისწინებული პაემნების ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. დაფუძნების თარიღისთვის კაპიტალი, ფულადი შენატანის სახით, შეადგენდა 500.0 ათას ლარს, რომელიც სამინისტროს ბალანსზე აისახა როგორც „აქციები და სხვა კაპიტალი“(საბალანსო ანგარიში - 1330). 2017 წლის 1 იანვარს აღნიშნული ანგარიშის საწყისი ნაშთი შეადგენდა 765.0 ათას ლარს, რომელიც საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებული შენატანით (60.0 ათასი ლარით) გაიზარდა და 825.0 ათასი ლარი შეადგინა. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში (შესაბამისად, კონსოლიდირებული ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებშიც) არ არის ასახული ფინანსური ინფორმაცია კონტროლირებული ერთეულის, შპს „პერსპექტივის“ შესახებ, აქტივების, ვალდებულებების, ნამეტის და დეფიციტის ჯამური თანხების ჩათვლით“.

 

 

ანგარიშის თანახმად, 2017 წელს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აპარატის მიერ „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეულია 60 411 753 ლარის საკასო ხარჯი. თანამდებობრივი სარგოსთვის გახარჯულია 51 357 907 ლარი, წოდებრივი სარგო 848 781 ლარი, პრემია 2 096 033 ლარი, ხოლო დანამატი 6 109 032 ლარის ოდენობით.

 

 

ამავე ანგარიშის მიხედვით, სამინისტროს აპარატის 2017 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული საშტატო რიცხოვნობა 4587 ერთეულს შეადგენდა (2017 წლის თებერვალში საშტატო ნუსხაში განხორციელებული ცვლილებით, რაოდენობა 4135 ერთეულამდე შემცირდა, თუმცა შრომის ანაზღაურების ფონდი უცვლელი დარჩა), ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობა კი - 3762 ერთეულს. 

 

 

„დანამატის“ მუხლით წლის განმავლობაში გაცემულია 6 109 003 ლარი. მაქსიმალური ოდენობის დანამატი კი შეადგენდა 6 250 ლარს. რამდენიმე შემთხვევაში ამ ოდენობის დანამატი ყოველთვიურად გაიცემოდა დაწესებულების დირექტორებზე, თუმცა აუდიტის ანგარიშში განმარტებულია, რომ 8-დან 7 შემთხვევაში, შვებულებაში ყოფნის გამო, გაცემულია დანიშნულზე ნაკლები ოდენობის დანამატი.

 

 

ამავე ანგარიშის თანახმად, თანამდებობრივ სარგოზე ორმაგი და მეტი ოდენობის დანამატი გაცემულია 175 შემთხვევაში. 

 

 

აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია იყო ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე მომხდარიყო საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი შრომის ანაზღაურების ფონდის რეალური ოდენობით განსაზღვრა.

 

 

სარეკომენდაციო წერილიდან ირკვევა, რომ სამინისტრომ აღნიშნული რეკომენდაცია ნაწილობრივ შეასრულა. 

 

 

„კერძოდ, 2018 წლიდან საკითხი ნაწილობრივ დარეგულირებულია, სამინისტროში მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე დაწესებულია დანამატის ზღვრული ოდენობები, შეიცვალა საშტატო განრიგი და გაიზარდა თანამდებობრივი სარგოები, თუმცა დანამატების გაცემა კვლავ ხორციელდება თავისუფალი საშტატო ერთეულებიდანწარმოქმნილი ეკონომიებიდან“, ნათქვამია აუდიტის სამსახურის სარეკომენდაციო წერილში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი