ვიდეო: საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა
20-08-2018, 11:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა.

 


სამხედრო მოსამსახურეებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, ეროვნული გვარდიის მეთაური, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე და გვარდიის სხვა ხელმძღვანელი პირები დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.

 


ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით, მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში EUTM RCA 6 თვის განმავლობაში, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, მონაწილეობდა. მშვიდობისმყოფელებმა მისიის წარმატებით შესრულებისთვის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მადლიერების ეროვნული ორდენი და ღირსების ვარსკვლავი მიიღეს. ოცეულის მეთაური, კაპიტანი გიორგი კამკამაძე პორტუგალიის თავდაცვის სამიისტროს მიერ მეფე ალფონს ენრიკეს სახელობის მესამე კლასის სპეციალური მედლით დაჯილდოვდა.

 

 

 


ქართველი მშვიდობისმყოფელები დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ იყვნენ განთავსებულნი. ოცეულის ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა. ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა სამშვიდობო მისიებში 2015 წლიდან აქტიურადაა ჩართული. ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ISAF- ისა და RSM-ის მისიებში მონაწილეობენ.

 

 

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი