სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ ჭუბერის თემის გამგებელი დაინიშნა
20-08-2018, 11:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ ჭუბერის თემის გამგებელი ნინო ვიბლიანი დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ახალი გუბერნატორების წარდგენისას განაცხადა. 

 

 

მამუკა ბახტაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია წარადგინა.

 

 

პრემიერ მინისტრმა დღეს 7 გუბერნატორი წარადგინა. ბახტაძეს 6 გუბერნატორი უნდა წარედგინა, თუმცა დღეს გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

 

 

5 გუბერნატორი ახალმა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თანამდებობებიდან გაათავისუფლა, ამის შესახებ მან 26 ივნისს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

იმერეთის გუბერნატორის პოსტი მას შემდეგ არის თავისუფალი, რაც გივი ჭიჭინაძემ ვანისა და ხონის მაჟორიტარობის შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დატოვა. 

 

 

კახეთის და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორებმა დაკავებული თანამდებობები შეინარჩუნეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი