ონის მერი ემზარ საბანაძე, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა 90%-მდე დაუჭირა მხარი, აცხადებს, რომ წინასაარჩევო კამპანიის დროს, რომელსაც აქტიურად აწარმოებდა, არ გაუცია არც ერთი ისეთი დაპირება, რომლის შესრულებასაც ვერ შეძლებდა.
ემზარ საბანაძე GUARDIAN.GE-სთან ინტერვიუში მერის პოსტზე 9-თვიანი საქმიანობის შედეგებზე საუბრობს და იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთა გადაჭრაც ადგილობრივებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მერის თქმით, ქალაქსა და სოფლად მცხოვრებლების ყველა ძირითადი საჭიროების შესახებ ინფორმაციას, მათთან ხშირი შეხვედრებითა და უშუალო კომუნიკაციის მეშვეობით იღებს.
საბანაძე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, მისი მერის პოსტზე ყოფნის პერიოდში, სამუშაობის არსებული ტემპითა და ხარისხით შესრულებას ჰპირდება.

(ქალაქი ონი. GUARDIAN.GE-ს ფოტო)
„არჩევნები ნორმალურად ჩატარდა. მოსახლეობის 90%-მდე დამიჭირა მხარი. ეს დიდი ვალდებულება არის ჩემი ხალხის მიმართ. მოგეხსენებათ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მქონდა შეხვედრები მოსახლეობასთან, ჩვულებრივად, როგორც ეს არჩევნების პერიოდში ხდება. ვისმენდით ხალხის პრობლემებს - რა სჭირდებოდათ, რა სურდათ მათ, რას ითხოვდნენ, რა უნდა გამეკეთებინა. ეს შეუსრულებელი საკითხები არ იყო. ხალხს არ დაუსვამს ისეთი საკითხები, რომელთა შესრულებაც შეუძლებელი იყო. ელემენტარული სჭირდებოდა ხალხს - სოფლებში გზები, ინფრასტრუქტურის მოწყობა, გარეგანათება, წყალი. თითქმის ყველგან, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეს პრობლემაა ყველგან - როგორც სოფელში, ისე ქალაქში. იყო ასევე ის საჭიროებები, რომლებიც აუცილებელია ქალაქის მოსახლეობისთვის, სოფლის ახალგაზრდობისთვის - სპორტული მოედნები, გასართობი კერები. მრავალი თხოვნა იყო სოციალურად დაუცველი ადამიანების მხრიდან შემწეობებისა და სამედიცინო მომსახურებების საკითხებზე.
არჩევის შემდეგ, ჩვენი ყველაზე მთავარი მიზანი და პრიორიტეტი იყო ის საკითხები, რომლებსაც ჩვენ შევპირდით ადგილობრივებს. სიმართლე გითხრათ, არ გამიცია ისეთი დაპირება, რაც შეუსრულებელი იყო. რაც ვიცოდი, რომ ნამდვილად გაკეთდებოდა, აუცილებლად გაკეთდებოდა. რაც გასარკვევი იყო, შევძლებდით თუ არა, ვპირდებოდი იმასაც რომ, როდესაც მოვიდოდი, გავარკვევდი და თუ შესაძლებელი იქნებოდა, შევუსრულებდი - თუ საჭირო იქნებოდა ცენტრალური ხელისუფლების დახმარება, მათი მეშვეობით ამ პრობლემასაც მოვაგვარებდი. გავიდა 9 თვე ჩემი მერად არჩევის შემდეგ. ჩვენ ვეცადეთ, რომ რასაც ვპირდებოდით ხალხს, შეგვესრულებინა. ბევრი საქმე გაკეთდა.

(სოფელი ღარი. GUARDIAN.GE-ს ფოტო)
მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა თემში გზების პრობლემა მეტ-ნაკლებად აღმოიფხვრა. დღესაც მიმდინარეობს სამუშაოები საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების. მე არ ვიცი ადრე როგორ იყო, მაგრამ რაც მთავარია, ყველა პროექტი, რომელიც კეთდება, კეთდება ხარისხიანად. ასე რომ, აღარ გვექნება იმის აუცილებლობა, რომ მომავალში უკვე დასრულებულ პროექტს ისევ მივუბრუნდეთ. გარდა ამისა, თითქმის მთელი მუნიციპალიტეტი მოიცვა განათებებისა და წყალგაყვანილობის ქსელების კეთებამ. რა თქმა უნდა, უცებ ყველა პრობლემა ვერ აღმოიფხვრება, მაგრამ ჩვენ ვპირდებით ისევ მოსახლეობას, რომ ამ ტემპითა და ხარისხით გაგრძელდება მუშაობა.

(სოფელი ღარი. GUARDIAN.GE-ს ფოტო)
რაც შეეხება ქალაქს, ონში ერთი მთავარი პრობლემა რაც იყო და რაც შევპირდით ხალხს, ეს არის სისუფთავე, ქუჩების მოწესრიგება. მეტ-ნაკლებად შეიცვალა ქალაქის იერსახე, დასუფთავების ხარისხი შეიცვალა და მოსახლეობა გრძნობს ამას. გაკეთდა რამდენიმე პარკი, სადაც ხალხს თავისუფლად შეუძლია მივიდეს, დაჯდეს, დაისვენოს. იგეგმება ონის კეთილმოწყობა. წელს ვერ მოვასწარით ამის დაწყება გარკვეული პრობლემების გამო. ახლა მთავრდება უკვე პროექტირება და მომავალი წლიდან, ვფიქრობთ, რომ საერთოდ შეიცვლის სახეს ონი.
ძალიან ხშირი შეხვედრები გვაქვს ადგილობრივ მოსახლეობასთან. თითქმის ყოველ კვირას, რამდენადაც შესაძლებლობა გვაქვს, მოსახლეობას ვხვდებით, ვისმენთ მათ პრობლემებს და მეტწილად უმოკლეს ვადაში ვაგვარებთ, თუ რა თქმა უნდა, ამის საშუალება გვაქვს. გასულ ზამთარს, გადასული ვიყავით სადღეღამისო რეჟიმზე, არც ერთ სოფელში გზა არ დაკეტილა, ყოველდღე იწმინდებოდა გზები, მით უმეტეს, დიდი ზამთარი გვქონდა - შემოდგომიდან დაწყებული ადრე გაზაფხულამდე თოვლი იყო. ზამთრის პერიოდში ასეთმა მუშაობამ გარკვეული ტიპის კმაყოფილება გამოიწვია მოსახლეობაში. საკმაოდ კარგი ტექნიკა გვყავს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი გვჭირდება, მაგრამ როგორც გვაქვს, ისე ვწვდებით. ასე რომ, კავშირი ჩვენსა და მოსახლეობასთან ნელ-ნელა დგება - საქმითაც და ნდობითაც", განუცხადა ონის მერმა GUARDIAN.GE-ს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.