პრეზიდენტის კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევაში დასკვნით ფორმატში გადადის. „ევროპული საქართველოს“ წევრები დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კონსულტაციებს გამართავენ, როგორც ოთარ კახიძე აცხადებს პრეზიდენტმა უნდა შეარჩიოს კანდიდატი, რომლსაც ექნება საზოგადოების ნდობის მოპოვების შესაძლებლობა. ასევე კახიძე ამბობს, რომ „ევროპულ საქართველოს“ კონკრეტული კანდიდატი არ ჰყავს, თუმცა პრეზიდენტს დახურულ ფორმატში რამოდენიმე გვარს დაუსახელებენ.
„ჩვენი შეფასებით სწორედ ნინო გვენეტაძე არ იყო სწორი კანდიდატი, იმიტომ რომ შევარდნაძის პერიოდის მართლმსაჯულების ერთ-ერთი სახე იყო, რომელიც კორუფციაში მამხილებელი ჟურნალისტების დასჯას ითხოვდა და იცავდა კორუმპირებულ სისტემას შესაბმისად მას არ ჰქონდა მანდატი და ნდობა საზოგადების მხრიდან, ჩემი შეფასებით ესეთი კანდიდატი არ უნდა შესთავაზოს პრეზიდენტმა.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს და თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ავტორიტეტი და უნდა ჰქონდეს ისეთი რეპუტაცია, რომელიც საშუალებას მისცემს საზოგადოების ნდობა დაიმსახუროს და ეს არის ამ შემთხვევაში ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი თავმჯდომარის ხელში, როცა მის უკან დგას ნდობა საზოგადოების მხრიდან.
რაც შეეხება კონკრეტულ გვარებს, ვინაიდან ფორმატი არის დახურული, თავად კონსულტაციების ამ გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. კონკრეტული კანდიდატი ჩვენს გუნდს არ ჰყავს, მაგრამ სხვადასხვა პირებს ჩვენც განვიხილავთ“, განაცხადა ოთარ კახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.