ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ გურიაში ამომრჩეველთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიას დაბეჯითებით უთხრა, რომ „აუცილებლად იგებს“ საპრეზიდენტო არჩევნებს, რის შემდეგაც ასევე მოიგებენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.
„ადგილობრივი არჩევნების დროს, 2017-ში, თითქმის შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს და ხალხი აღმოჩნდეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში. აი, ზუსტად ეს ხდება დღეს. ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო. სტიქია ანადგურებს იქით, თელავს და ახმეტას, ფაროსანა ანადგურებს დასავლეთ საქართველოს, ხალხი არის ყველანაირი შემოსავლის გარეშე დარჩენილი. ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ, აუცილებლად ვიგებთ ამ არჩევნებს. ჩვენ შემდეგ ვიგებთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს იმისათვის, რომ გადავარჩინოთ საქართველოს მოქალაქეები“, განაცხადა ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.