სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი კორძაია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის წარსულზე წერს და „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთ პორტირებულ წევრს ულოცავს. კორძაია წერს, რომ ხოჯევანიშვილი 2011-2013 წლებში სწორედ სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს, საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი იყო და იმ პერიოდში არსებულ ვითარების შესახებ, შიდა ქართლის ახლად დანიშნული გუბერნატორი ელჩებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ატყუებდა.
„ეს ამება... გიორგი ხოჯევანიშვილი. 2011-2013 წლებში სასჯელაღსრულების სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი. იმედია არავის არ სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა ხდებოდა იმ პერიოდში საპატიმროებში. პირადად აბოლებდა საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს როდესაც მათ ციხეებში გაუსაძლის მდგომარეობაზე ინფორმაცია მისდიოდათ. განგებ არ მოვყვები დეტალურად თუ რას მიყვებოდნენ მისგან დაბულინგებული და დაჩაგრული ხელქვეითები. არც ჩემი და მისი პირადი ურთიერთობით შეგაწყენთ თავს. სოზარ სუბარს ერთი სული ჰქონდა როდის დაწერდა განცხადებას და დატოვებდა სამინისტროს. დღეს ის შიდა ქართლის გუბერნატორად დანიშნეს. იმის გათვალისწინებით, რომ სუბარი დღეს მთავრობის რეგიონალური სამსახურის უფროსია, ნამდვილი ბედის დაცინვაა სოზარისთვის. მაგრამ, არაუშავს, ამასაც „აიტანს“. „ქართულო ოცნება“ გილოცავთ კიდევ ერთ პორტირებულ სადისტს და ნა***არს თქვენს რიგებში“, წერს სოციალურ ქსელში ირაკლი კორძაია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.