საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰაიკე ფაიჩსა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ფრანც-იოზეფ ნოლტეს უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან იზორიამ ყურადღება გერმანიასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ თანამშრომლობის მზარდი დინამიკა აშკარაა. მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გერმანიის უდიდესი როლი და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გაიხსენა.
თავდაცვის მინისტრმა ჰაიკე ფაიჩს, რომელსაც დიპლომატიური მისიის ვადა ეწურება, საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ლევან იზორიამ გერმანიის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სერტიფიკატებიც გადასცა.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.
ჰაიკე ფაიჩი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2016 წლიდან მუშაობდა.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.