სოზარ სუბარმა ყოფილი გუბერნატორების ნაწილზე შესაძლო სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საპასუხოდ თქვა, რომ არავის არ ეპატიება რამე გადაცდომა, თუკი ასეთი რამე გამოვლინდა
20-08-2018, 14:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ახალ ხედვებს, ახალ მიდგომებს, სჭირდება ახალი ადამიანები“, ასე შეაფასა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას გუბერნატორების მასობრივი დათხოვნა და სახელმწიფო რწმუნებულებად ახალი კადრების დანიშვნა.

 

შეკითხვაზე - არის თუ არა შესაძლებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესვლა გუბერნიებში და რომელიმე ყოფილ გუბერნატორზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა? - სუბარმა ასე უპასუხა:

 


„ამ წუთში ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს, მაგრამ თუ სადმე რამე დარღვევა გამოვლინდა, მხოლოდ სახელმწიფო აუდიტი არა, იქ არსებობს საგამოძიებო ორგანოებიც და არავის არ ეპატიება რამე გადაცდომა, თუკი ასეთი რამე გამოვლინდა, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ, ბუნებრივია. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივა. იმ ადამიანების მიმართაც კი, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრებად რჩებიან, თუკი ასეთი კითხვები იარსებებს, ბუნებრივია, ყველას მოუწევს კითხვაზე პასუხის გაცემა. ეს არის ელემენტარული კანონი დემოკრატიის და სამართლიანობის, თუმცა ამ ეტაპზე ამაზე ამაზე არ ვლაპარაკობთ. ამ ეტაპზე ვლაპარაკობთ ჩვენს სამომავლო გეგმებზე - სამომავლო გეგმებზე, რომელიც არის ძალიან ამბიციური“.

 


სუბარმა აღნიშნა, რომ ძველი გუბერნატორების ნაწილი მათი გუნდის წევრებად რჩება, ნაწილი კი კერძო სექტორში გადაინაცვლებს.

 

კომენტარები: 1
#1   Givi_Vanishvili
      
ბატონო სოზარ შიდა ქართლის ახალ გუბერნატორს აპატიეთ კალმახელიძის უწყებაში რასაც სჩადიოდა?
20 აგვისტო 2018 07:44
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი