მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელის, სოზარ სუბარი „ქრონიკის“ ეთერში აცხადებს, რომ შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი მუშაობდა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში, მისი მინისტრობის პერიოდში რამოდენიმე თვე, თუმცა მან თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა. სუბარის თქმით, გიორგი ხოჯევანიშვილს დადებით აფასებდნენ მისი ყოფილი თანამშრომლები და შიდა ქართლის რეგიონის დეპუტატები, ასევე ის ამბობს, რომ უკვე შიდა ქართლის გუბერნატორმა მისი კუთხის სიყვარულის გამო თქვა უარი იმ მაღალ ანაზღაურებაზე, რომელიც მას კერძო სექტორში ჰქონდა.
„ხოჯევანიშვილთან დაკავშირებით, მე მქონდა შეხვედრა რეგიონის დეპუტატებთან და ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, რომ თითოეულმა მათგანმა აღნიშნა, რომ ის არის გორში და შიდა ქართლში გამორჩეული ოჯახის შვილი, ყველა იცნობდა მის მამას, ყველა იცნობდა მის წინაპრებს და ეს არამხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე როცა მინისტრი გავხდი ეს ადამიანი მუშაობდა, რამდენიმე თვის გამავლობაში ზუსტად არც მახსოვს რამდენი, ის შემდეგ წავიდა კერძო სფეროში, თუმცა როდესაც მისი კანდიდატურის განხილვა დავიწყეთ მე დავუკავშირდი იმ ადამიანებს ვინც კარგად იცნობდა მას, მაგალითად ჩემი მოადგილე სოფიო ჯაფარიძე ყველანი იცნობთ ადამინების უფლებების ძალიან კარგი დამცველი, რომელიც იყო უშუალო კურატორი და მოვისმინე იმ ჩემი თანამშრომლების აზრი, რომლებმაც ძალიან მაღალი შეფასება მისცეს ამ კანდიდატურას და ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი მოტივი, რომ პრემიერისთვის დადებითი რეკომენდაცია მიმეცა ჩემი მხრიდან. მან სამსახური საკუთარი სურვილით დატოვა და გადავიდა კერძო სექტორში, სადაც ჰქონდა მაღალი ანაზღაურება, თუმცა მისი სიყვარული მისი კუთხის მიმართ გახდა მიზეზი, რის გამოც დათანხმდა ამ თანამდებობას“, განაცხადა სოზარ სუბარმა.
გიორგი ხოჯევანიშვილის წარსულის შესახებ კი სოციალურ ქსელში სწორედ სოზარ სუბარის მინისტრობის დროს უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი კორძაიამ დაწერა, რომ სუბარს ერთი სული ჰქონდა თუ როდის წავიდოდა უკვე შიდა ქართლის გუბერნატორი სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროდან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.