გიორგი მარგველაშვილი „ყოველთვის ცდილობდა დანიშვნებში ჩაედო საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი, და სწორედ ამის გამო ნიშნავდა თავის თანამშრომლებს სასამართლო სისტემაში“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.
„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ჩაგდება-არჩაგდება, არც ერთი და არც მეორე, ჩვენთვის არ არის თვითმიზანი. ჩვენთვის მთავარია კანდიდატი როგორი იქნება. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ სამწუხაროდ, მოლოდინი არ არის ოპტიმისტური და ეს პესიმიზმი დაკავშირებულია იმ პრაქტიკასთან, რომელიც აქვს ჩამოყალიბებული გიორგი მარგველაშვილს. ის ყოველთვის ცდილობდა დანიშვნებში ჩაედო საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი, და სწორედ ამის გამო ნიშნავდა თავის თანამშრომლებს სასამართლო სისტემაში, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე უზენაეს სასამართლოში. ეს არის სამწუხარო პრაქტიკა“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, პარლამენტი დაელოდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელებას და ამის შემდეგ იმოქმედებს კონსტიტუციის შესაბამისად.
„ჩვენ არ გვგონია, რომ ხუთი წლის თავზე შეიცვალოს მარგველაშვილის დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი არის პესიმისტური. თუმცა, არც ჩაგდება-არჩაგდება ჩვენთვის არ არის თვითმიზანი. ჩვენ დაველოდებით კანდიდატურას და ამის შემდეგ ვიმოქმედებთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებამოსილების შესაბამისად“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.