„სამეგრელოს მაჟორიტარებისგან, ალექსანდრე მოწერელიას ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა ყველა პროგრესული ინიციატივისა და წამოწყების განხორციელებაში“, - ასე ეხმაურება სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტზე ალექსანდრე მოწერელიას დანიშვნას და წარმატებებს უსურვებს მას.
„ჩვენს რეგიონს აქვს უდიდესი ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლო სამეურნეო და ტურისტული პოტენციალი. დარწმუნებული ვარ, განათლება და საინტერესო გამოცდილება, რაც ახალ რწმუნებულს გააჩნია, იქნება მისი უდიდესი აქტივი რეგიონის განვითარების ხედვის წარმატებით რეალიზებისთვის. სამეგრელოს-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარებას, ასევე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის დნობის აღგენაში და შერიგების პროცესის წარმატებაში“, წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ირაკლი ბერაია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.