ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუბერნატორის დანიშვნის ერთ-ერთი კრიტერიუმი პოლიტიკური ლოიალობაა
20-08-2018, 16:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თუ გუბერნატორებს უწუნებენ პოლიტიკურ ლოიალობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ ესმით რა არის გუბერნატორის ინსტიტუტი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა, რომ პოლიტიკური ლოიალობა არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლითაც ინიშნება გუბერნატორი.

 


„განსხვავებით მოსამართლეებისგან, პროკურორებისგან და ა.შ. გუბერნატორი, კანონმდებლობის თანახმად, არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. შესაბამისად, გუბერნატორი ბუნებრივია, პირველ რიგში პოლიტიკური ლოიალობის ნიშნის მიხედვით უნდა შეირჩეს გარდა იმ კვალიფიკაციისა, რომელიც მას მოეთხოვება“, აღნიშნა კობახიძემ.

 


მისივე თქმით, გუბერნატორი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, ის არის პოლიტიკური გუნდის წევრი, აქედან გამომდინარე ბუნებრივია, უნდა შეირჩეს პოლიტიკური ლოიალობის ნიშნითაც.

 


„თუ ვინმე ამას რამეს უწუნებს ნიშნავს, რომ მას კანონმდებლობა არ აქვს წაკითხული. შემომწირველიც მაგას ნიშნავს, რომ ლოიალური იყო მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ. გუბერნატორი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, ეს პირდაპირ წერია საჯარო სამსახურის კანონში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ პოლიტიკური ლოიალობა არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლითაც ინიშნება გუბერნატორი“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი