პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მესამე სექტორს და სახალხო დამცველს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა კომისიური ფორმით შესთავაზა, რაზეც სახალხო დამცველმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს. ომბუდსმენის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა შეარჩიოს პრეზიდენტმა, კონსულტაციებზე უარს არ ვამბობთ, მაგრამ კანდიდატის კომისიური შერჩევა არა სწორია.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იმ კონტექსტის გათვალისწინებით თუ რაც უნდა იყოს გათვალისწინებული კანდიდატის შერჩევის დროს, ალბათ კომისია ამის გათვალისწინებას ვერ მოახერხებს. ეს უფრო არის, უფრო მეტად რაღაც პოლიტიკური დისკუსიის და განხილვის საგანი, რომელიც თავად პრეზიდენტმა უნდა წარმართოს, თუმცა კონსულტაციებისთვის ყველანი არიან მზად, მაგრამ აი კომისიურად ორგანიზება ამ პროცესის და რაღაცა განათლებასა და სხვა კრიტერიუმებზე მსჯელობა მე ვფიქრობ არ იქნება სწორი, რადგან სხვა ტიპის ლიდერი სჭირდება დღეს“, განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.