ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი ადასტურებს იმას, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერია
20-08-2018, 17:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გერმანია საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერია და ეს დასტურდება იმითაც, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა ანგელა მერკელი, ამ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი და შესაბამისად, ჩვენ გვექნება საუბარი ჩვენი ურთიერთობების - გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

 


მისივე თქმით, გერმანიასთან საქართველოს ურთიერთობა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ გერმანიას ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია ევროკავშირში.

 


„გერმანიასთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ორმხრივი თვალსაზრისით და აგრეთვე იმ თვალსაზრისითაც, რომ გერმანიას უკავია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროკავშირში - გაერთიანებაში, რომლის წევრობისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. აქედან გამომდინარე, ჩვენი კავშირები გერმანიასთან არის მყარი. მათი მხარდაჭერა არის ძალიან ძლიერი და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება“, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი