ვახტანგ გომელაური: ზურა მუზაშვილი საქართველოს ნამდვილი გმირია
20-06-2015, 06:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზურა მუზაშვილი საქართველოს ნამდვილი გმირია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა კასპის რაიონის სოფელ აღაიანში განუცხადა. გომელაური თბილისის 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის, ზურა მუზაშვილის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

 

 

"მინდა პირველ რიგში მივუსამძიმრო ზურას ოჯახს. ის იყო ჩვენი სამინისტროს დიდი ოჯახის წევრი. ის ღვარცოფის მოვარდნის მომენტიდან ადგილზე იმყოფებოდა და 7 ადამიანი გადაარჩინა, თუმცა სამწუხაროდ, თვითონ ვეღარ შეძლო გამოსვლა და დაიღუპა. ეს ადამიანი საქართველოს ნამდვილი გმირია", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შს მინისტრმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ყველა პოლიციელს მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი