თამარ სანიკიძე: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი რამდენიმე წელია არ იხდის ბიუჯეტში გადასახდელ თანხას
21-08-2018, 11:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებას არ ეთანხმება. სანიკიძის თქმით, შავი ზღვის უნივერსიტეტი არ იხდის ბიუჯეტში გადასახდელ თანხას და მის მეწილეებს წილები დაყადაღებული აქვთ. სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ აბიტურიენტები, რომლებმაც შავი ზღვის უნივერსიტეტი აირჩიეს სხვა ავტორიზებულ უნივერსიტეტში გადანაწილდებიან.

 

 

„ვერ დავეთანხმები ვერანაირად ამ განცხადებას უნივერსიტეტის მხრიდან, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ საბჭომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება, რომელიც ასევე ოპტიმალური იქნებოდა თავის მხრივ უნივერსიტეტისთვისაც. მათ უკვე რამდენიმე წელია დავა აქვთ სახელმწიფოსთან იმ თანხასთან დაკავშირებით, რომლის გადახდაც ეკუთვნით სახელმწიფო ბიუჯეტში. მათი ქონებრივი მდგომარეობა, რომ შევამოწმოთ სრულად არის დაყადაღებული ყველა უძრავი, მოძრავი ქონება და შპს-ს მფლობელების წილები ამავდროულად. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, ჩვენ არ გვქონია ასეთი შემთხვევა, რომ რომელიმე დაწესებულებას მსგავსი პრობლემა ჰქონოდეს, განგვეხილა და ასე ვთქვათ, დადებითი გადაწყვეტილება ყოფილიყო.

 

 

არსებულ სტუდენტებს არანაირი პრობლემა არ აქვთ, ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას, შეზღუდვა ეხება იმ აბიტურიენტებს, ვინც წელს ეროვნულ გამოცდების შედეგად აირჩიეს შავი ზღვის უნივერსიტეტი, წელს მათ შევთავაზებთ სხვა ავტორიზებულ დაწესებულებებს, რომ გადანაწილდნენ და შეუფერხებლად დაიწყონ სასწავლო წელი“, განაცხადა თამარ სანიკიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი