ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე და ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი სოფლების - მოხეს, აფიეთის, გორთუბანისა და ზედუბანის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრა ყურბან ბაირამის ლოცვის შემდეგ გაიმართა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუსლიმან მოსახლეობას ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცეს, მათი საჭიროებები მოისმინეს, მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ინფორმაციას ადიგენის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.