პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევი პროცესის ასე წარმართვას მოელოდა. ჩუგოშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მოლოდინი, რომ მარგველაშვილი საუკეთესო კანდიდატს წარადგენს.
„გასაკვირი არ არის , იმიტომ რომ ჩვენ უფრო ადრე გამოვეთიშეთ პროცესს. ყველა მოველოდით და სასურველიც იყო, თვითონ ქვეყანასაც სჭირდება, რომ ეს პროცესი წარმართულიყო უფრო მეტი პასუხისმგებლობით, სერიოზულობით და იმდაგვარად რომ გარკვეული კონსოლიდაცია მომხდარიყო.
პრობლემას ვხედავთ იმაში, როგორ მიდის ეს პროცესი, შესაბამისად მაღალი მოლოდინი არ გვაქვს, რომ მაინცდამაინც საუკეთესო კანდიდატურას მივიღებთ დასახელებულს“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.