დავით ნარმანია: თამარაშვილიდან გმირთა მოედნამდე მოძრაობა სექტემბრის შუა რიცხვებამდე უნდა იყოს აღდგენილი
20-06-2015, 06:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თამარაშვილიდან გმირთა მოედნამდე გზის ძალიან სწრაფად აღდგენაზე საუბრობს დედაქალაქის მერი. ნარმანიას თქმით, უწყებათშორისი კომისიის სხდომაზე დღეს დარგის სპეციალისტებსა და კომისიის წევრებთან ერთად ვერეს ხეობის განვითარებასა და სატრანსპორტო გზის გახსნაზე იმსჯელეს.

 

 

"თამარაშვილიდან გმირთა მოედნამდე გზა ძალიან სწრაფად უნდა აღდგეს. როგორც კი უახლოეს დღეებში ნაშალი მასალის გატანა და ტერიტორიის დასუფთავება დამთავრდება ჩვენ მზად გვექნება შესაბამისი აღგენითი პროექტები უბნების მიხედვით და სექტემბრის შუა რიცხვებამდე იქ მოძრაობა უნდა იყოს აღდგენილი. სხვა შემთხვევაში ვერავინ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომ ქალქში არ იქნება გაუთავებელი საცობები და არ მივიღებთ სატრანსპორტო კოლაფსს", - განაცხადა ნარმანიამ და დასძინა: "იმ შემთხვევაში თუ იქნება ინტენსიური წვიმები, ვიდრე არ გვექნება გრძელვადიანი უსაფრთხო პროექტი მდინარე ვერეს ხეობაში სატრანსპორტო გზისა, მანამდე იქნება ჩაკეტილი დროებით სატრანსპორტო მოძრაობა ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქნება ძლიერი წვიმა", - განაცხადა ნარმანიამ.

 

 

რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, თბილისის მერის თქმით, ხეობაში დამონტაჟდება ადრეული გაფრთხილების სისტემა. ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით გამაგრებითი სამუშაოები უკვე დაიწყო.

 


„ჩვენ უკვე დავიწყეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. იწმინდება მდინარე ვერეს კალაპოტი, ასევე გაწმენდილია ჩახერგილი გვირაბების ნაწილი და პროცესი ამ დრომდე მინდინარეობს. გარდა ამისა, დავიწყეთ საყრდენი კედლის მშენებლობა, რომელიც უსაფრთხოს გახდის წყნეთის ქუჩა N13-სა და მის მიმდებარე ტერიტორიას. ინტენსიური წვიმების შემთხვევაში, ვიდრე არ გვექნება მდინარე ვერეს ხეობაში გზის გრძელვადიანი უსაფრთხო პროექტი, მანამდე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ჩაიკეტება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი