საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ ივანიშვილი ახალ საპრეზიდენტო კანდიდატს ეძებს, რადგან ზურაბიშვილის კანდიდატურა ჩაუვარდა და ასევე ივანიშვილს აფრთხილებს, რომ საქართველოში ჩამოვლაში ხელს, არც მისი მუქარები და არც გოგაშვილის შეცვლა არ უშველის.
„ის რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა უკვე ჩაფლავებულია, ეს ქართული საზოგადოების დიდი ძალისხმევის დამსახურებაა.ახლა ივანიშვილი ისტერიულად ეძებს ვინმე სხვა კანდიდატურას-ხან ვის სთავაზობს,ხან ვის... ვინც არ უნდა დააყენოს,ის საკუთარ თავზე იწვნევს საზოგადოების ძალას და დამარცხდება!
ახლად წარდგენილი გუბერნატორებიდან, თითქმის ყველა სუსის მიერ წარდგენილი ძალოვნები არიან.. რაც ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ივანიშვილი ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის და ხალხის ნების იგნორირებისთვის. ასევე, ჩემი ჩამოსვლისთვის...გუშინ დაურეკა ჩვენს საერთო ნაცნობს ამერიკაში და მუქარა გადმომცა, რომ არც ვიფიქრო საქართველოში დაბრუნება. ის ჩემი ნაცნობი მას რა სახელითაც იყო რუსეთში ცნობილი, იმ სახელით იცნობს-ბორისად. ასე რომ, ბორია, შენი მუქარების მე არ მეშინია, აუცილებლად გესტუმრები და წნევას გაგიზომავ, მკურნალობას დაგინიშნავ და ხალხიც ყველანაირად მოგხედავს. არ გიშველის გოგაშვილის შეცვლა“, წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.