„ძალიან მნიშვნელოვანია. რომ 2018 წლის მეორე კვარტალში გაიზარდა როგორც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, ისე დასაქმებულთა რაოდენობა. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, რაც 45.7 ათასს შეადგენს, გამოწვეულია დაქირავებით დასაქმებულთა ზრდის ტენდენციით - აქ ჩვენ დაახლოებით 7%-იანი ზრდა გვაქვს, რაც ჩვენს ეკონომიკაში ახლადდასაქამებული 55.7 ათასი ადამიანია“, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის მიხედვით, 2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
ეკატერინე მიქაბაძე ასევე მნიშვნელოვანს უწოდებს თვითდასაქმებულთა რაოდენობის შემცირების ფაქტს. მისი განცხადებით, ამან უკვე ტენდენციის სახე მიიღო.
„თვითდასაქმებულთა რაოდენობის კლება, მოგეხსენებათ, უკვე ტენდენციად ჩამოყალიბდა - მათი რიცხვი შემცირებულია როგორც წინა წელთან, ისე წინა კვარტალთან შედარებით. ამჟამად კი თვითდასაქმებულთა რაოდენობა, კერძოდ, 2018 წლის მეორე კვარტალში დაახლოებით 48%-მდეა შემცირებული მთლიანად დასაქმებულთა მაჩვენებელში“, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, უმუშევრობისა და დასაქმების სტატისტიკა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკური პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებისა და სამუშაო ადგილების შექმნისკენ.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.