ზაზა სარალიძე: აუცილებლად უნდა დაიწყოს სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიება და აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხისგებაში
21-08-2018, 16:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აუცილებლად უნდა დაიწყოს სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიება, თუ რა დანაშაულებია ჩადენილი და აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ასე ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან იოსებ გოგაშვილის გადადგომის ფაქტს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე.

 

 

სარალიძე გოგაშვილს მისი შვილის მკვლელობის საქმის გაყალბებასა და სტრასბურგში ვიზიტის ჩაშლაში სდებს ბრალს.

 

 

„ძალიან ბევრი ფაქტები არსებობს, იმასთან დაკავშირებით, რომ პირადად გოგაშვილი ჩარეული იყო არამარტო ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში, არამედ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც სტრასბურგში ჩვენი ვიზიტის ჩაშლასთან დაკავშირებით მოხდა.

 

 

პირადად გოგაშვილისგან იყო გადაგზავნილი ცრუ ინფორმაცია, რომ სამკაციანი ჯგუფიდან, რომელიც მიემგზავრებოდა გერმანიაში, ერთ-ერთი იყო ტერორიზმში ბრალდებული.

 

 

მისი თანამდებობიდან გადადგომა არაფერი არ არის, ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა“, განაცხადა ზაზა სარალიძემ მედიასთან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი