„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ არ არის საკმარისი იოსებ გოგაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტიდან წასვლა. უდუმაშვილის თქმით, ადრე თუ გვიან, გოგაშვილის, რომელიც „ქართული ოცნების" სიმბოლოა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
„გოგაშვილი არის „ქართული ოცნების" სიმბოლო და სახე, ანუ ადამიანი, რომელიც სოციალურად დაუცველის სტატუსიდან რამდენიმე წელში გახდა ოფიციალური მილიონერი და ეს გახდა სახელმწიფო სამსახურში.
გოგაშვილის სახელს დღეს უკავშირდება არაერთი სკანდალი და პირდაპირი დანაშაული, ასე რომ გოგაშვილის გათავისუფლება არ არის საკმარისი. ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგება ამ ადამიანის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი“, განუცხადა უდუმაშვილმა „რუსთავი 2"-ს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.