„ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება. თარგამაძის თქმით, გოგაშვილის წასვლა მაშინ გადაწყდა, როცა ლილუაშვილი მიავლინეს სუს-ში, რადგან საბოლოოდ ყველა მაღალი თანამდებობა ივანიშვილის ოჯახურ „ქართუს" კადრებს ბარდება.
„ეს არ არის დიდი მოულოდნელობა, უკვე გარკვეულია პერიოდია ამის მოლოდინი არსებობდა, არსებობდა ზოგადად იმ გადაადგილებიდან, რაც ბოლოს ხდება, როცა პრაქტიკულად როცა უკვე ყველა საკვანძო ადგილი ბარდება უშუალოდ „ქართუსთან“ დაკავშირებულ კადრებს ანუ ივანიშვილისთვის ოჯახურ, ახლობელ კადრებს. ასეთი არის მაგალითად ლილუაშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში მივლინებული იქნა სუს-ში, მაშინვე იყო მოსალოდნელი გოგაშვილის წასვლა.
მე ვფიქრობ ეს პერიოდი დასჭირდა მასთან ვაჭრობას, რომ ის ინფორმაცია რომლის მატარებელიც ის არის იყოს შენახული და მშვიდად იყვნენ ივანიშვილის წარმომადგენლები“, განაცხადა გივი თარგამაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.