პრემიერ ბახტაძის განცხადებით, გუნდში მიმდინარეობს დისკუსია, დაასახელოს თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი
21-08-2018, 19:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მმართველ გუნდში, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, დისკუსია გრძელდება.

 

 

„ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, ვაკვირდებით კანდიდატებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან და მივიღებთ გადაწყვეტილებას. გუნდში მიმდინარეობს არამხოლოდ კომუნიკაცია, არამედ დისკუსიაც", განაცხადა ბახტაძემ და დაამატა:

 


„არაერთხელ გავაკეთე განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით - „ქართული ოცნების" ფილოსოფია არის საპარლამენტო დემოკრატიის და საპარლამენტო რესპუბლიკის მშენებლობა.

 

 

აქედან გამომდინარე, ორივე პოზიციას აქვს თავისი არგუმენტები: ის, რომ ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში, შესაძლოა ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესი იყოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არ მივიღოთ მონაწილეობა, თუმცა, ამასთან მეორე მხრივ არსებობს მოსაზრება, რომ პარტია აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი თავისი კანდიდატით ამ არჩევნებზე. ჩვენ დავაკვირდებით მოვლენებს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი