კახა კალაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა ვარაზისხევში დღეს არსებული ქვაფენილი ასფალტით შეიცვალოს და ამ მიმართულებით მერიის შესაბამის სამსახურებს საკითხის უახლოესი პერიოდისთვის შესწავლა დაავალა.
„ვარაზისხევში, დღეის მდგომარეობით, არის ქვაფენილი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ასევე კომუნიკაციებისთვისაც ქვემოთ. მინდა, უბრალოდ ვიკითხო, თუ არის შესაძლებელი რომ ქვაფენილის ნაცვლად, გაკეთდეს თანამედროვე ევროპული ტიპის ასფალტი. არ ვიცი, ვკითხოთ ადგილობრივ მოსახლეობასაც. მგონია, რომ ძალიან ხმაურია, მტვერია და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ეს, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ამიტომ, პატარა გამოკითხვა ჩავატაროთ, თუ როგორი დამოკიდებულება იქნება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და იმის მიხედვით ვიმოქმედოთ. რაც მთავარია, ამ ადგილს არანაირი სტატუსი არ აქვს, არ არის ისტორიული, შესაბამისად, მგონია, რომ შესაძლებელია ამ ყველაფრის მოწესრიგება, საფეხმავლოების გაფართოება არის შესაძლებელი - იძლევა ეს გზა ამის საშუალებას. ქვემოთ კომუნიკაციები, მე რა ინფორმაციაც მაქვს, შესაცვლელი და მოსაწესრიგებელია", განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.